პირველი დღიდან არის დაფიქსირებული, თუ პოლიტპატიმრებს არ გამოუშვებენ, ჩვენ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ მთავარი არხის ახალ გადაცემაში “დღის სტუმარი” საუბრისას.
არც ერთი ინტერვიუ არ მიმიცია არც მე, არც სხვა ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ ეს არ დამეფიქსირებინა. არ მივიღებთ ამ კონსტიტუციურ პროცესში, ამ კენჭისყრაში მონაწილეობას და გამოვა, რომ კონსესუსური სრულიად საზოგადოებრივი შეთანხმებსი ნაცვლად, საქმე გვექნება ხელისუფლების კიდევ ერთ ცალსახა ნაბიჯთან, – ამბობს ვაშაძე.
იგი ამბობს, რომ არ გაუკვირდება, თუ ხელისუფლება შეთანხმების მეორე სვეტსაც დაანგრევს. იგულისხმება საარჩევნო სისტემის ცვლილება.
არავინ არ აპატიებს საქართველოს ხელისუფლებას, მეორედ მოტყუებას მედიატორების, საერთაშორისო საზოგადოების, ქართული საზოგადოების და შედეგად, მთლიანად ქვეყანა დაზიანდება, – ასკვნის გრიგოლ ვაშაძე.