„ქართული ოცნების” დღევანდელი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მოღალატეობრივ ფაქტს, რომ “ქართული ოცნება” რუსეთის მხარეს დგას. ირიბი მინიშნებაა, რომ ომი არ იქნებოდა, უკრაინას პროვოცირება რომ არ მოეხდინა. ამ განცხადებას ორმხრივი დანიშნულება აქვს: ერთი მხრივ, ის ესხმის წინა ხელისუფლებას და ფაქტობრივად, საქართველოში რუსეთის აგრესიას ამართლებს და დამნაშავედ ქართული მხარე გამოჰყავს; და მეორე მხრივ, ეს ანალოგი ვრცელდება უკრაინასთან დაკავშირებით. ეს არის “ქართული ოცნების” ანტიდასავლური პოლიტიკის გაგრძელება. კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ ფაქტს, რომ “ქართული ოცნება” დაადგა ღალატის გზას. აი, ამ უმძიმეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ის არის რუსეთის მოკავშირე და ის ამ არჩევნებში უნდა დამარცხდეს თუ გვინდა, ქვეყანა დაადგეს ევროპული განვითარების გზას.
„ქართული ოცნება” 12 წელია იმეორებს იმას, რომ დამნაშავე არის ქართული მხარე. ამართლებდა რა, რუსეთის აგრესიას საქართველოში და მას განიხილავდა, როგორც საქართველოს ხელისუფლების ე.წ პროვოკაციულ ნაბიჯებზე რეაგირებას. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ, ეს თემა კიდევ უფრო გაამწვავა და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ინტერვიუ გამოქვეყნდებოდა თუ არა. დამახინჯებულ ინტერპრეტაციას ეწევა ამ ინტერვიუსი”,
ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ „ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.