კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს, რომ კეკელიძეზე პოლიციამ გამოსახლებისას სახლში გაზი გაუშვა.
”პოლიციამ გაზი გაუშვა სახლში. გამოსახლების პროცესში. ხალხი რომ აიძულოს შენობის დასატოვებლად”.- წერს მენაბდე.
შეგახსენებთ, რომ კეკელიძის ქუჩაზე აღსრულების ბიუროს მიერ ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლება იყო დაგეგმილი. ბინის დაკარგვის მიზეზი გადაუხდელი სესხი გახდა.
მოქალაქეები გამოსახლების შესაჩერებლად შეიკრიბნენ და აღსრულების პოლიციის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ.
ამ დროისთვის დაკავებულია 4 ადამიანი.