მოძრაობა “სირცხვილიას” განცხადებით, გიგა მაქარაშვილს პოლიციამ დაკავების დროს ხელი მოტეხა. აქტივისტი პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს.
https://www.facebook.com/shamemovement/posts/759927294612463
აქციის მონაწილეები ითხოვენ, სახალხო დამცველს საშუალება მიეცეს, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შევიდეს და მონიტორინგი ჩაატაროს.
მაქარაშვილის გარდა აქციაზე ადმინისტრაციული წესით კიდევ 5 აქტივისტი დააკავა.