პოლიციამ გორში “ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დარბევის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორში ნაციონალური მოძრაობის ოფისზე თავდასხმის ფაქტზე 51 წლის პირი დააკავეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქვები ესროლა ქალაქ გორში გარსევანიშვილის ქუჩა #1-ში მდებარე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის შენობის შუშებს და დააზიანა, ასევე, ოფისიდან გამოიტანა ტელევიზორი, კომპიუტერის მონიტორი და დააზიანა”, — წერია უწყების განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს