პოლიციამ გუშინ ჭავჭავაძის გამზირზე 11 მოქალაქე დააკავა

9 მაისის ღამეს პოლიციამ ჭავჭავაძის გამზირზე 11 ადამიანი დააკავა, მათგან 5 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

9 მაისს,  პოლიციამ რამდენიმე საათიანი ჩხრეკის შემდეგ, სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავა. მოქალაქეები  მის სახლთან იყვნენ შეკრებილი,  რომლებმაც დაკავების შემდეგ ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლეს.