პოლიციამ ზუგდიდში 2010 წლიდან ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ზუგდიდში 2010 წლიდან ძებნილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით ნასამართლევი პირი – 1957 წელს დაბადებული ე.გ. ზუგდიდში დააკავეს.

“ბრალდებულმა დაარღვია ჩადენილი დანაშაულის გამო მისთვის დაწესებული კანონით გათვალისწინებული პრობაციონერის უფლება მოვალეობები, რის გამოც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ე.გ. 2010 წელიდან იძებნებოდა”, – წერია უწყების განცხადებაში.