“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერის, ზურა ჯაფარიძის ბარი გვიან ღამით პოლიციამ დალუქა. ბარში, კრიმინალური და საპატრულო პოლიცია გახსნის მეორე დღესაც მივიდა. სამართალდამცავებმა თანამშრომლებს დაწესებულების დატოვება მოსთხოვეს, თუმცა მათ ჩხრეკის ორდერი არ წარმოუდგენიათ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.მისი თქმით, თუ მანდატს შეუჩერებენ თუ არა ბარი ფუნქციონირებას მაინც გააგრძელებს. შრომის ინსპექციამ განაცხადა, რომ არანებადართული ეკონომიკური საქმიანობის განმეორების ამსახველი მასალები შსს-ს გაეგზავნება.
“ლოგიკურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა აღძრას სისხლის სამართლის საქმე, იმის გამო, რომ მე არ შემიჩერეს დეპუტატის უფლებამოსილება, მაქვს დეპუტატის იმუნიტეტი, კობახიძეების გადასაწყვეტი იქნება ამჯერად კენჭს უყრიან და შემიწყვეტენ, თუ ისევ იტყვიან დავტოვოთ ეს ფანჯარა ისევ ღიაო”, -განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.