პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი არ ვიცით სად ჰყავთ – ჯაფარიძე

“გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, პოლიციამ სახლიდან  წაიყვანა გირჩი ტვ-ს თანამშრომელი გიორგი მოსიაშვილი და უცნობია მისი ადგილსამყოფელი.

“პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, იგივე მოსე, გირჩი ტვ-ს თანამშრომელიარ ვიცით სად ჰყავთ, არ ვიცით რას ედავებიანერთადერთი რაც ვიცით ისაა რომ გუშინ იმედმა და პოს ტვ-მ გაუვრცელეს 2 თუ 3 წლის წინანდელი, შემოგზავნილი სუსელის მიერ ჩაწერილი საუბრის ფაბრიკაცია/კომპილაცია”-წერს ზურა ჯაფარიძე

პარტიის ინფორმაციით, მოსიაშვილი რუსთავიდან კრიმპოლმა თბილისში გადაიყვანა:

“გირჩი ტვ–ს თანამშრომელს გიორგი მოსიაშვილს საკუთარი სახლში მიაკითხა თბილისის კრიმინალურმა პოლიციამ და რუსთავიდან თბილისში გადაიყვანა. ზუსტი ადგილი, სად გადაიყვანეს , ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ დღეს “ოცნების” პროპაგანდისტულმა არხებმა გამოაქვეყნეს დამონტაჟებული ვიდეო მასალა, რომელშიც გიორგი მოსიაშვილის საუბარი არის ფალსიფიცირებული. ამ ვიდეოს ფაბრიკაცია დადასტურდა ფეისბუქის ადმინისტრაციის მიერ ყველა პროპაგანდისტულ არხზე შესაბამისი პოსტების ცრუ ინფორმაციად მონიშვნით.” – ნათქვამია ინფორმაციაში