პოლიციას პრაიდის ღონისძიების მონაწილეები მიკროავტობუსებით გაჰყავს – მათ ქვებს ესვრიან

თბილისი პრაიდის კვირეულის პირველი ღონისძიება, ფილმის ჩვენება, დასრულდა. დამსწრეები პოლიციას ცოცხალი კორდონით გაჰყავს, შემდეგ კი ადგილიდან სამარშრუტო ტაქსებით უშვებს.

ძალადობრივმა, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა მიკროავტობუსებს ქვები, ბოთლები და სხვა ნივთები დაუშინეს. სამართალდამცავები მათ აკავებენ. დაკავებულია 12-ზე მეტი პირი.

პოლიციის დახმარებით ტერიტორიის დატოვება მოუწიათ ელჩებს და დიპლომატებსაც.