რამდენიმე წუთის წინ კოალიცია ცვლილებისთვის ოფისთან ნიკა გვარამიას ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააკავეს.
დღეს დილიდან შსს ერთდროულად რამდენიმე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიაში შევიდა.
შსს-ს წარმომადგენლებმა გვარამია ძირს დააგდეს და ხელში აყვანილი ქუჩაში გაატარეს. როდესაც მანქანაში სვამდნენ გარშემო მყოფები ყვიროდნენ, რომ მას სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა, რადგან უგონო მდგომარეობაში იყო.
მალევე პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაიაც დააკავეს.