პოლიცია საქართველოს მთელი ტერიტორიაზე სასაფლაოების შესასვლელებს დარაჯობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მთელი ქვეყნის მასშტაბით სასაფლაოებთან დაკავშირებით არსებულ რეგულაციებს აკონტროლებენ

დილიდან სასაფლაოებთან მისასვლელ გზებსა და შესასვლელებთან  პოლიციის თანამშრომლები დგანან და იქ არავის უშვებენ  როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში არსებულ სასაფლაოებზე.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების თანახმად, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე წლის 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა აიკრძალა. შეზღუდვების დარღვევა ითვალისწინებს სამართალდამრღვევი პირს დაჯარიმებას – 2000 ლარის ოდენობით.