პოლიციელები დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს გატეხილი – ელისაშვილი

პოლიციელები დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს გატეხილი – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა და დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა „ფორმულას“ განუცხადა, მას შემდეგ რაც მან საავადმყოფო დატოვა.

“უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით, რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, შეთრევის დროს წავიქეცი და დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით. შემდეგ ვიყავი რამდენიმე საათის განმავლობაში წერეთელზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბის განყოფილებაში, იქ ნორმალური გარემო იყო. მოვედი, კლინიკაში შევემოწმე, იმიტომ რომ ძალიან მტკიოდა და აღმოჩნდა, რომ ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი”, – ამბობს ელისაშვილი.