მთავარი ამოცანა არის, რომ საქართველოს რიგითი მოქალაქეები, ახალგაზრდები, რომლებიც ატარებენ მშვიდობიან აქციებს თბილისის ქუჩებში, მათ ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას არაფერი უნდა ემუქრებოდეს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ დავიცვათ. ეს სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა. ზუსტად ისე, როგორც ამ სახელმწიფომ ის პოლიციელები უნდა დაიცვას, რომლებმაც განცხადებები დაწერეს, წამოსვლა უნდათ სისტემიდან და მათ ამ განცხადებებს არ უკმაყოფილებენ, მათზე ძალადობენ, ემუქრებიან, ზოგიერთზე, მე როგორც ვიცი, სისხლის სამართლის საქმის აღძვრაც დაიწყეს სხვადასხვა მუხლით. ყველამ კარგად იცის, რომ ოცნების ძალაუფლება დგას ორ ფუნდამენტურ რამეზე – პირველი, ამ მოძალადე, ნიღბიან ადამიანებზე, რომლებიც, ჩვენდა საუბედუროდ, ინტეგრირებული არიან სამართალდამცავ სისტემაში და მეორე, პროპაგანდისტულ მედიაზე.

ბოლო 4 წლის განმავლობაში სისტემიდან ღირსეული, კეთილსინდისიერი პოლიციელების კატასტროფული გადინება იყო, ძირითადად მიდიან საზღვარგარეთ, რადგან ოჯახები ჰყავთ სარჩენი. ისინი მიდიოდნენ, რადგან ხვდებოდნენ, რომ სისტემა, პოლიცია არა სახელმწიფოს მსახურებისთვის ლაგდებოდა, არამედ ერთი კონკრეტული პარტიის და ერთი კონკრეტული ადამიანის.

ამის შესახებ, პარტია აქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ ფორმულას ეთერში განაცხადა.