“პოლიციელი გმირია!”,– წერს ქართული ოცნების დეპუტატი, ირმა ზავრადაშვილის მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა აქციებზე 46 ადამიანი დააკავეს.
შსს-ს განცხადებით, სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქციების მონაწილეები “გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, ასევე, შეეცადნენ ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირებას”.
აქციის მონაწილეების თქმით, პოლიციამ აქტივისტები მასობრივად მაშინ დააკავა, როცა ისინი არცერთ კანონს არ არღვევდნენ და ტროტუარზე იდგნენ.