აქტივისტი, რომელიც დღეს, შინგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზე იმყოფებოდა, ნაცემია, მას პოლიციელმა დაკავებისას, მანქანაში, ხელორკილი დაარტყა. “მოძრაობა საქართველოსთვის”, ერთ-ერთმა ლიდერმა, ალიკა კუპრავამ, ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი ინფორმაციით, აქტივისტი, 1 საათის წინ იზოლატორში გადაიყვანეს, მას თვალთან 2 ნაკერი ადევს.
“Ჩვენი აქტივისტი დავით კაპანაძე არის ნაცემი. Ორი ნაკერი ადევს თვალთან, პოლიციელმა ბორკილები ჩაარტყა ორჯერ.”- წერს ალიკა კუპრავა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც,
სამოქალაქო აქტივისტები გიორგი მუმლაძის დაკავებას აპროტესტებდნენ. ადგილზე 10 აქტივისტი დააკავეს. აქტივისტი და ილიაუნის პროფესორი გიორგი მუმლაძე შსს–მ სისხლის სამართლის წესით გუშინ, 14 აპრილს დააკავა. შსს-ს მტკიცებით, მუმლაძემ პოლიციის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.“მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრების თქმით, მუმლაძემ დაკავებისას ინსტინქტურად პოლიციელს უკბინა.