გერმანიის ელჩმა ჰუბერტ კნირშმა დღეს გადაცემა Пограничная ZONA–ს ინტერვიუში 20 ივნისზე ისაუბრა. მისი თქმით, პოლიციამ პარლამენტში ხალხის შესვლის მცდელობის შემდეგ პირდაპირპროპორციული ძალა გამოიყენა.
“რაც ხდება საქართველოში არის დემოკრატიული პროცესი. ეს ხდება პარლამენტში, პარტიებს შორის მოლაპარაკებების დროს. ზოგჯერ, ეს პროცეს ინაცვლებს ქუჩაში, დემონსტრაციების სახით. პოლიციამ უნდა გადაწყვიტოს, რა ქნას, როცა პროტესტი სხვა ფორმას იღებს. პარლამენტის ან თუნდაც, ვინმეს სახლის დაბლოკვა დემოკრატიული პროცესი არ არის. მნიშვნელოვანი ნაწილი არის, ის რომ პოლიციას უნდა ემოქმედა, რომ აღეკვეთა ეს ყველაფერი, მათი ქმედებები კი იყო ხალხის საქციელის პირდაპირპროპორციული. ჩვენ ვნახეთ ნეგატიური მაგალითები გასულ წელს, მაგრამ ვნახეთ პროგრესიც”, – ამბობს კრიში.
გასული წლის 20 ივნისს, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტში ჩატარდა, რა დროსაც კომუნისტი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა. ამან ქართული საზოგადოებისა და ოპოზიციის აღშფოთება გამოიწვია, რასაც იმავე დღეს მრავალათასიანი საპროტესტო აქცია მოჰყვა.
ღამით, სამართალდამცავებმა და სპეციალური დანიშნულების რაზმმა მშვიდობიანი, ანტისაოკუპაციო აქცია ძალადობრივად დაარბიეს, რა დროსაც დაშავდა ათობით ადამიანი, მათგან 38 ჟურნალისტი. ორმა მოქალაქემ თვალი დაკარგა.