“პოლიციის შენობასთან აქციის ჩატარება ისე შეიძლება, როგორც სხვაგან, თუმცა 20 მეტრიანი დისტანციის დაცვით. ხვალ მნიშვნელოვანი მარშია, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე (ორთაჭალა), სადაც აქციის მონაწილეები მხარდაჭერას გამოუცხადებენ აქციაზე პოლიციის მიერ უკანონოდ დაკავებულებსა და ნაცემ ადამიანებს.

ეს აწუხებს ხელისუფლებას და შსს-ს, ამიტომ ხელისუფლების პროპაგანდისტებმა შეთხზეს ტყუილი, რომ პოლიციის შენობასთან აქციის ჩატარება აკრძალულია და მარში, რომელიც ხვალ უნდა გაიმართოს უკანონოა. ამას ავრცელებენ სოციალურ ქსელებში და ჯგუფებში, ხალხის დასაფრთხობად.

თუ სადმე ასეთი პოსტი შეგხვდებათ, შეგიძლიათ ეს სტატუსი დაუკოპიროთ და დაუკომენტაროთ, ან უბრალოდ გადააშეაროთ”

იურისტი გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში ხვალინდელ, რუსული კანონის საწინააღმდეგო მარშთან დაკავშირებით ქართული ოცნების პროპაგანდისტების გავრცელებულ დეზინფორმაციას პასუხობს.