პოლონეთთან საზღვრები აღარ გვაქვს, ერთად, სიკეთის მხარეს ვართ – ზელენსკი

” ჩვენ მეგობარ პოლონეთთან საზღვრები აღარ გვაქვს, რადგან ჩვენ ერთად სიკეთის მხარეს ვართ. საზღვრები უმნიშვნელოა”- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის მიერ უკრაინელი ლტოლვილების მიღების შესახებ.

”შევძელით სიტუაციის ისე ორგანიზება, რომ ათასობით უკრაინელ ქალს და ბავშვს სათანადო დამოკიდებულებით ხვდებიან. მათ არავინ ეკითხება რა წარმოშობის არიან, რა არის მათი რელიგია, რამდენი ფული აქვთ. სინამდვილეში ჩვენ მეგობარ პოლონეთთან საზღვრები აღარ გვაქვს, რადგან ჩვენ ერთად სიკეთის მხარეს ვართ. საზღვრები უმნიშვნელოა.” – განაცხადა ზელენსკიმ.