პოლონეთის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს ბელარუსის დატოვებისკენ მოუწოდებს

პოლონეთი საკუთარ მოქალაქეებს ბელარუსის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

“ჩვენ ვურჩევთ ბელარუსის ტერიტორიაზე მყოფ პოლონეთის მოქალაქეებს, დატოვონ ქვეყნის ტერიტორია ხელმისაწვდომი კომერციული და კერძო საშუალებებით”. – წერია პოლონეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციაში.

ურთიერთობები ვარშავასა და მინსკს შორის 2021 წელს გაუარესდა, როდესაც პოლონეთმა მეზობელი ბელარუსი თავის საზღვართან მიგრაციული კრიზისის ხელოვნურად შექმნაში დაადანაშაულა. ურთიერთობები ამ ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო დაიძაბა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შედეგად.