პოლონეთი მზადაა, კიდევ მინიმუმ 10 000 უკრაინელი ჯარისკაცი მიიღოს სამკურნალოდ

პოლონეთი მზადაა, კიდევ მინიმუმ 10 000 უკრაინელი ჯარისკაცი მიიღოს სამკურნალოდ. ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ უკრაინის ქალაქ ლვივში ვიზიტის დროს განაცხადა.

”პოლონეთი უკვე იღებს და მკურნალობს დაჭრილ უკრაინელ ჯარისკაცებს. იმედი მაქვს, ომი არ იქნება ასეთი საშინელი, თუმცა ჩვენ მზად ვართ, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებით კიდევ მინიმუმ 10 000 უკრაინელი ჯარისკაცი მივიღოთ მკურნალობის მიზნით. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცები გამოვაჯანმრთელოთ. ჩვენი საავადმყოფოები ამისთვის მზად არის. მათ შვილებთან და ოჯახებთან დაბრუნების საშუალება უნდა მივცეთ.” – აცხადებს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი.