პოლონეთი მზადაა, საკუთარ ტერიტორიაზე აშშ-ის ბირთვული იარაღი განათავსოს – კაჩინსკი

პოლონეთის ვიცე-პრემიერმა იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა საკუთარ ტერიტორიაზე აშშ-ის ბირთვული იარაღი განათავსოს ამის შესახებ, კაჩინსკიმ გერმანულ გამოცემა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ამერიკელები არ გეგმავდნენ პოლონეთში ბირთვული იარაღის განთავსებას, თუმცა იაროსლავ კაჩინსკი მიიჩნევს, რომ თუ აშშ-ის ბირთბული იარაღო პოლონეთის ტერიტორიაზე განთავსდება, ეს რუსეთს მნიშვნელოვნად შეაკავებდა.

პოლონეთის ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპაში აშშ-ის სამხედრო კონტინგენტი 150 000 ჯარისკაცამდე უნდა გაიზარდოს.ამჟამად ევროპაში 100 000 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება.