პოლონეთი მზადაა უკრაინელი პილოტები F-16-ებზე მოამზადოს – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“მზად ვართ თუ არა უკრაინელი მფრინავების F-16-ებზე გავწვრთნათ? დიახ, ჩვენ მზად ვართ პოლონეთში ჩავატაროთ ასეთი სწავლება F-16-ის თვითმფრინავებზე. ეს უნდა შეთანხმდეს ფართო კოალიციაში, მაგრამ პოლონეთი მზად არის ჩაატაროს ასეთი წვრთნა, რათა ბოლოს და ბოლოს უკრაინული ცა უსაფრთხო გახდეს”, – თქვა მორავიეცკიმ.