არსებობს შიში, რომ რუსეთი შესაძლოა პოლონეთს თავს დაესხას – უკრაინის ელჩი

პოლონეთში უკრაინის ელჩი ანდრეი დეშჩიცა აცხადებს, რომ პოლონეთი ემზადება რუსული თავდასხმისთვის. ამის შესახებ Unian წერს. 

“არსებობს გარკვეული შიშები, რომ რუსეთი შესაძლოა თავს დაესხას პოლონეთს. პოლონეთის მთავრობა ამისთვის ემზადება.

თუმცა, პოლონეთის მთავრობას ესმის, რომ სჯობს უკრაინას დაეხმაროს და არ დაუშვას რუსული ჯარების მიახლოება პოლონეთთან საზღვრებთან“, – ამბობს დეშჩიცა.

მისივე ინფორმაციით, რუსეთი ავრცელებს დეზინფორმაციას და პროპაგანდას იმის შესახებ, რომ პოლონეთს თითქოს სურს დასავლეთ უკრაინის აღება, რაც ტყუილია.

“რეალობა ისაა, რომ პოლონელები ეხმარებიან უკრაინელებს, მათ, ვინც პოლონეთში ჩადის”,– აღნიშნავს ელჩი.