პოლონეთი საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ებს უკრაინის საზღვარზე განათავსებს

პოლონეთი უკრაინის საზღვარზე გერმანიიდან მიღებულ პატრიოტის საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს განათავსებს ამის შესახებ განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა.

“მე დავთანხმდი გერმანიის თავდაცვის მინისტრის შეთავაზებას ჩვენს ქვეყანაში Patriot-ის დამატებითი სისტემების გამშვები მოწყობილობების განთავსების შესახებ”, – განაცხადა მან.

“პოლონეთი ჩვენი მეგობარი, პარტნიორია და, როგორც უკრაინის მეზობელი, განსაკუთრებით დაუცველია. ჩემს კოლეგასთან მარიუშ ბლაშჩაკთან ერთად შევთანხმდით, რომ პოლონეთს მივაწოდოთ Patriot-ის სისტემები და დავიცვათ ისინი გერმანული Eurofighter-ების გამოყენებით. ამ თანამშრომლობის დეტალები ახლა მუშავდება ორივე ქვეყნის სპეციალისტების მიერ”, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინ ლამბრეხტმა.