პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინას “მიგ-29” ტიპის 14 საბრძოლო თვითმფრინავს გადასცემს. მედიის ცნობით, უკრაინამ უკვე მიიღო ოთხი ავიამოიერიშე.
შეგახსენებთ, უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა მოკავშირეებს, თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავები გადასცენ, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ უკრაინას ცის დაცვასა და კონტრშეტევის განხორციელებაში.