პოლონეთი უკრაინაში კიდევ 60 ერთეულ PT-91 ტვარდის ტიპის ტანკს აგზავნის

პოლონეთი უკრაინაში კიდევ 60 საბრძოლო PT-91 ტვარდის ტიპის ტანკს გაგზავნის. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა Telegram-ში განაცხადა.

„პოლონეთი უკრაინაში გაგზავნის 60 ერთეულ PT-91 Twardy ტანკს, ადრე გამოცხადებულ 14 Leopard 2 ტანკთან ერთად“, – თქვა იერმაკმა.

ერმაკმა მადლობა გადაუხადა მოკავშირეებს ამ გადაწყვეტილების გამო.

პოლონეთმა უკრაინას PT-91 ტვარდის ტიპის ტანკები ჯერ კიდევ ივლისში გადასცა.

PT-91 „ტვარდი“ პოლონეთის ძირითადი საბრძოლო ტანკია, საბჭოთა T-72-ს მოდიფიკაციით.