“რაც შეეხება პოლონეთის პოზიციას დონბასსა და უკრაინაში სიტუაციის განვითარებასთან დაკავშირებით, დიახ, პოლონეთი, აშშ-სთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, დიდ ბრიტანეთთან ერთად, მიეკუთვნება NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნების კატეგორიას, რომლებიც მტკიცედ დებენ ფსონს კონფლიქტის გაჭიანურებასა და რუსეთის რესურსების გამოფიტვაზე. ამ მიზნით მზად არიან, იბრძოლონ “უკანასკნელ უკრაინელამდე”

განაცხადა პოლონეთში რუსეთის ელჩმა, სერგეი ანდრეევმა რუსული სახელისუფლებო მედიის ცნობით.