პოლონეთმა აშშ-დან 28 ერთეული Abrams-ის ტიპის ტანკი მიიღო – ინფორმაციას ამის შესახებ, პოლონეთის თავდაცვის მინისტრი მარიუშ ბლაშჩაკი ავრცელებს. მისი თქმით, რუსეთი უკრაინაში აქტიურად იყენებს ჯავშანტექნიკასა და არტილერიას და ამის გამო თანამედროვე ტანკების შეძენა ქვეყნისთვის აუცილებელია.