პოლონეთმა აშშ-დან 28 ერთეული Abrams-ის ტიპის ტანკი მიიღო

პოლონეთმა აშშ-დან 28 ერთეული Abrams-ის ტიპის ტანკი მიიღო – ინფორმაციას ამის შესახებ, პოლონეთის თავდაცვის მინისტრი  მარიუშ ბლაშჩაკი ავრცელებს. მისი თქმით, რუსეთი უკრაინაში აქტიურად იყენებს ჯავშანტექნიკასა და არტილერიას და  ამის გამო თანამედროვე ტანკების შეძენა ქვეყნისთვის აუცილებელია.

  • “პირველი 28 ერთეული Abrams-ის ტიპის ტანკი უკვე ჩამოვიდა პოლონეთში, პოლონელი ტანკისტების მოსამზადებლად”. – თქვა თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა.