პოლონეთმა რუსეთის საელჩოს 9 მაისის მსვლელობით აღნიშვნაზე უარი უთხრა. ამის შესახებ შესაბამიის განცხადება, ვარშავის მერმა, რაფალ ტშაშკოვსკიმ გააკეთა. მან წერილობით მიმართა საგარეო უწყებას და აღნიშნა, რომ ნებისმიერ ღონისძიებას რომელიც რუსეთის საელჩო დააორგანიზებს, კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
” არ ვეთანხმები ვარშავაში აგრესორის დღესასწაულს არცერთი პოლონური საჯარო დაწესებულება არ უნდა დაეხმაროს ამ ინიციატივას. უფრო მეტიც უნდა აიკრძალოს.” – ნათქვამია ვარშავის მერის წერილში.
აღნიშნულს გამოეხმაურა, რუსეთის საელჩოც, და გადაწყვეტილებას ”ფაშისტური ან ტოტალიტარული რეჟიმის პროპაგანდა უწოდა”.
“ასახელებენ საჯარო წაქეზებას, აგრესიულ ომს, ფაშისტურ ან სხვა ტოტალიტარული რეჟიმის პროპაგანდას. და ეს ეხება ფაშიზმზე გამარჯვების წლისთავის აღნიშვნას, რომლის წყალობითაც დღეს პოლონური სახელმწიფო არსებობს” – აცხადებს რუსეთის საელჩო.