პოლონეთმა საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია დაიწყო

პოლონეთმა კრაკოვიდან, სამხედრო თვითმფრინავით, საქართველოს 17 მოქალაქის საჩვენებელი დეპორტაცია განახორციელა. პოლონური მხარის ცნობით, დეპორტირებულთა შორის არიან „კრიმინალები“ და „არალეგალები“.

„დეპორტაციები დაიწყო. ჩვენ ფაქტობრივად ვშლით ქართულ ბანდებს. სიტყვები კი არა, ქმედებები“, — დაწერა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა X-ზე და დეპორტაციის ამსახველ ვიდეო გამოაქვეყნა.

მიგრანტების კრიმინალური ქმედებების აღკვეთა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის დაპირების ნაწილია.

მანამდე პოლონეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც პოლონეთში კანონი დაარღვიეს ქვეყნიდან გამოაძევებდნენ.