პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მან სთხოვა გერმანიას უკრაინაში გაეგზავნა პოლონეთისთვის შეთავაზებული პატრიოტის საზენიტო სარაკეტო სისტემები.
„რუსეთის მორიგი სარაკეტო თავდასხმის შემდეგ მე ვთხოვე გერმანიას, გადაეტანა პოლონეთისთვის შეთავაზებული პატრიოტის ბატარეები უკრაინაში და განეთავსებინა ისინი მის დასავლეთ საზღვარზე“, – წერს ბლაშჩაკი ტვიტერზე.
ამერიკული კომპლექსი MIM-104 “პეტრიოტი” შეიქმნა, როგორც საჰაერო თავდაცვის უნივერსალური საშუალება საშუალო და მაღალ სიმაღლეზე სამიზნეების წინააღმდეგ და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის (ABM) უზრუნველსაყოფად.