პოლონეთმა უკრაინას 200-ზე მეტი T-27 ტიპის ტანკი გადასცა

პოლონეთმა უკრაინას 200-ზე მეტი T-27 ტიპის ტანკი გადასცა. აღნიშნული სამხედრო დახმარებით უკრაინული არმიის ორი სატანკო დანაყოფი აღიჭურვება.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გარდა ტანკებისა, პოლონეთმა უკრაინაში რამდენიმე ათეული ქვეითი საბრძოლო მანქანაც გაგზავნა.

საერთო ჯამში, პოლონეთის მხრიდან, უკრაინისთვის სამხედრო დახმარებამ უკვე 1,5 მილიარდი ევროს გადააჭარბა. ვარშავამ კიევს 7 მილიარდი ზლოტის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა, მათ შორისაა თვითმავალი ჰაუბიცა 2SI1 “გვოზდიკა” და ცეცხლის რეაქტიული სისტემა “გრადი”. ასევე თვითმფრინავებისთვის ჰაერი-ჰაერი ტიპის რაკეტები MIG-29 და SU-27 გადასცა.