პოლონური PT-91 ტიპის ტანკები უკვე უკრაინაშია – აღნიშნულ ინფორმაციას, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ადასტურებს.
- “PT-91 Twardy-ის ტიპის ტანკები პოლონეთიდან – უკვე უკრაინაშია. მადლობა ჩვენს მეგობრებს”, – წერს ერმაკი.
პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღების სააგენტოს სპიკერმა, კშიშტოფ პლატეკმა განაცხადა, რომ პოლონეთი მარაგებს სამხრეთ კორეისგან შეძენილი ტანკებით შეივსებს.
- “200-ზე მეტი T-72 ტანკის და გარკვეული რაოდენობის PT-91-ების, ვერ ვიტყვი რაოდენობას, ადგილი სრულად და მეტიც გაორმაგებული ძალით შეივსება, რადგან ეს ტანკები ბევრად უფრო მაღალი დონის ხარისხისაა”. – თქვა პლატეკმა კორეულ ტანკებზე.
PT-91 Twardy პოლონეთის არმიის მთავარი საბრძოლო ტანკია.