პოლონეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც თავს პოლიციელად ასაღებდა და ხანდაზმულებს ფულს სძალავდა.
დაკავებულია 4 ადამიანი, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით თაღლითური სქემით ფულის გამოძალვით იყვნენ დაკავებული.
პოლიციამ დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქე პოლონეთის რამდენიმე ქალაქში თაღლითური სქემით მოქმედებდა – მოპოვებულმა თანხამ საერთო ჯამში 220 000 ზლოტი შეადგინა.
ოთხივე დაკავებულს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულების დაკავება ქალაქ პოზნანში მოხდა. მანამდე, ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, დაჯგუფება ქალაქ ტარნოვში ხანდაზმული კაცისგან 25 000 ზლოტის გამოძალვას გეგმავდა.