კვირა, 22 დეკემბერი , 2024, 22:48

პოლონეთში მკვლელობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

პოლონური მედიის ინფორმაციით, ვროცლავის ცენტრში, ორმა უცხოელმა 21 წლის მამაკაცი სასიკვდილოდ სცემა. პოლიციამ საქართველოს 2 მოქალაქე დააკავა.

დანაშაული ვროცლავში მოხდა და მას წინ დაპირისპირება უძღოდა.

“ეს არის საქართველოს ორი ახალგაზრდა მოქალაქე. ჩვენ ვიცით, რომ დამნაშავე ორი იყო. ამჟამად მათი მონაწილეობით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”  – ამბობს ვროცლავის საოლქო პროკურატურის სპიკერი, ანა პლაჩეკ-გჟელაკი.

შაბათს 27 იანვარს, დილის 5 საათზე ქალაქის ცენტრში ერთმანეთს ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ, რასაც  21 წლის ადგილობრივის სიკვდილი მოჰყვა.

ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რა იარაღითაა ჩადენილი მკვლელობა.