პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

პოლონეთში, სლუპსკის რაიონულმა პროკურატურამ საქართველოს მოქალაქეს ეპალელი ახალგაზრდის მკვლელობისთვის ბრალი წარუდგინა.

პოლონური მედიის ცნობით, სლუპსკის რაიონულმა პროკურატურამ მისთვის 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა მოითხოვა.

საგამოძიებო უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქემ 28 წლის ნეპალელ მამაკაცს კისერში დანით ჭრილობები მიაყენა.

საქართველოს მოქალაქის გარდა, საქმეზე ორი უკრაინელი ქალიც დააკავეს, რომლებიც გამოძიების ცნობით,  მკვლელობის იარაღის გადაგდებას ცდილობდნენ.

მათ ბრალი დანაშაულის დაფარვისთვის წარუდგინეს, რაც 3 თვიდან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს მოქალაქეს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 25 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.