კვირა, 22 დეკემბერი , 2024, 18:15

პოლონეთში ქართველი ქალი მოკლეს

პოლონური მედიის ინფორმაციით, პოლონეთში ქართველი ქალი მოკლეს. მათი განცხადებით, პოლიცია ამ დრომდე ეძებს ბრალდებულს, რომელიც სავარაუდოდ ასევე საქართველოს მოქალაქეა.

შემთხვევა 21 ნოემბერს, 04:00 საათზე, ნაქირავებ სახლში მოხდა. ქალის ცხედარი მეზობლებმა აღმოაჩინეს.

მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ბინაში შესვლის შემდეგ მათ ნიღბიანი კაცი დაინახეს, რომელიც ადგილიდან მიიმალა.

მათი ცნობით, სავარაუდო ბრალდებული ქართულად ლაპარაკობდა.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.