პოლონელი ტურისტის დაჭრაში ბრალდებულ გიორგი ხმალაძეს პატიმრობა შეეფარდა. სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო. შემთხვევა გუშინ 5 ივლისს მოხდა.
დაჭრილი ტურისტის მდგომარეობა სტაბილურია, მკურნალობას ალადაშვილის კლინიკაში აგრძელებს. ექიმის განცხადებით, ოპერაციების შემდეგ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული 5 ივლისს, უმიზეზოდ თავს დაესხა პოლონელ ტურისტს და მოკვლის მიზნით მას სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა.
გიორგი ხმალაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13 წლიდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.