პოპასნაიას მიმართულებით მტერი 2 კილომეტრით უკან დავხიეთ – გაიდაი

ლუგანსკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის განცხადებით, უკრაინელებმა ოკუპანტები ლისიჩანსკ-ბახმუტის მაგისტრალიდან უკან დააბრუნეს და ტოშკოვკადან განდევნეს.

“კამიშევახის მახლობლად პოპასნაიას მიმართულებით მტერი 2 კილომეტრით უკან დავხიეთ, ლისიჩანსკ-ბახმუტის გზატკეცილი ახლა ნაკლებად ექვემდებარება ცეცხლს. ტვირთი მოძრაობს”,– განაცხადა გაიდიამ Unian-ის ცნობით.

გაიდაიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელი დამცველები ტოშკოვკაში გამაგრდნენ.