მას შემდეგ რაც, საქართველომ პორტუგალია 2:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში მოხვდა, ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი დოპინგ ტესტზე შეამოწმეს.
“აღვნიშნავთ, დოპინგ რუმში”- წერს გიორგი მამარდაშვილი Instagram-ის სთორიში და ფოტოს აქვეყნებს.
პორტუგალიის კარში გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ და გიორგი მიქაუტაძემ გაიტანეს.
საქართველო მერვედფინალში გავიდა, სადაც ესპანეთს შეხვდება.