ქართული ოცნების დეპუტატი სოზარ სუბარი ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ თუ მას შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაიყვანენ, შიმშილობას შეწყვეტს.
სუბარის თქმით, თავადაც უშიმშილია და შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია არ არის “განსაკუთრებული”, რასაც გლდანის ციხის საავადმყოფო ვერ შეძლებს.
“რაც შეეხება შიმშილობის შემდგომ რეაბილიტაციას, არ ვიცი, ახლა, ადრონული თერაპიის ციკლოტრონი არ სჭირდება შიმშილობის შეწყვეტის შემდგომ რეაბილიტაციას.
მეც მიშიმშილია თავის დროზე, საბჭოთა პერიოდში და უამრავ მოშიმშილესთან მქონია ურთიერთობა. ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული, რასაც ეს დაწესებულება ვერ შეძლებს, მაგრამ თუ ნებისმიერ ეტაპზე საჭირო იქნება სხვა ტიპის მკურნალობა, ბუნებრივია, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული”,– ამბობს სუბარი რუსთავი 2-თან საუბრისას.