ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი საქართველოს ულოცავს ასოცირების შეთანხმების 7 წლის იუბილეს.
მისი თქმით, დოკუმენტი ევროკავშირი-საქართველოს საერთო ღირებულებებს ასახავს.
“დღეს ჩვენ აღვნიშნავთ მე-7 წელს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისა, რომელიც ჩვენი ახლო ურთიერთობის საიმედო დასაყრდენია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნიკური დოკუმენტია, ის ასახავს ჩვენს საერთო ღირებულებებსა და მიზნებს. იგი წარმოადგენს პოტენციალის გამოვლენის გასაღებს, რომლის მიზანიც ერთად გვაქვს დასახული.
გილოცავთ იუბილეს როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირს! იმედი მაქვს, რომ გავაგრძელებთ ერთობლივ ძალისხმევას ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის და მომავალ წლებში კიდევ უფრო დაახლოებისათვის”,– წერს კარლ ჰარცელი.