შსს-ს ინფორმაციით, გუშინ, პრაიდის კვირეულის გახსნით ღონისძიებაზე დაკავებული 23 პირიდან 20 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, 3 კი იზოლატორში გადაიყვანეს.
აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173 მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ცნობისთვის, თბილისი პრაიდის ღონისძიების დამსწრეები პოლიციამ ცოცხალი კორდონით გაიყვანა, შემდეგ კი ადგილიდან სამარშრუტო ტაქსებით გაუშვა.
ძალადობრივმა, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა მიკროავტობუსებს ქვები, ბოთლები და სხვა ნივთები დაუშინეს. ისინი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას და პრაიდკვირეულის ჩაშლას.