“პრაიდი უნდა ტარდებოდეს ყველგან, სადაც ადამიანებს მისი ჩატარება სურთ, რადგან ეს ადამიანის ბუნების ნაწილია. ჩემი მხარდაჭერა კიდევ უფრო ძლიერია იქ, სადაც ამ მოძრაობის შევიწროება ხდება. საზოგადოებას სჭირდება შეხსენება, რომ LGBTQ პირები ისეთივე ადამიანები არიან, როგორიც ყველა დანარჩენი და მათი სურვილია, არ ხდებოდეს მათი შევიწროება მხოლოდ იმის გამო, რომ ამ თემის წარმომადგენლები არიან”

უთხრა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ “ფორმულას”. ცნობისთვის, პირველი ივლიდან 5 ივლისის ჩათვლით თბილისში პრაიდის კვირეული ჩატარდება. დასკვნითი ღონისძიება 5 ივლისს ღირსების მარში იქნება.