„პრაიდ ფესტივალის“ ტერიტორიიდან მონაწილეთა ევაკუაცია განხორციელდა

„პრაიდ ფესტივალის“ ტერიტორიიდან მონაწილეთა ევაკუაცია განხორციელდა, – ამის შესახებ განცხადებას „თბილისი პრაიდი“ ავრცელებს.

მათი განცხადებით, პოლიციამ ტერიტორიის დაცვა ვერ მოახერხა.

„მოგვიწია ტერიტორიის დატოვება. სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა. განხორციელდა ევაკუაცია სამარშუტო ტაქსებით”, – აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, “თბილისი პრაიდის” განცხადებით, “დღეს განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ თავდასხმა წინასწარ კოორდინირებული და შეთანხმებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება “ალტ-ინფოს” შორის”.