”ნედ პრაისს მოვუწოდებდი, უფრო დაწვრილებით გაეცნოს იმ ინფორმაციას, რომელიც შეეხება ამ კანონპროექტს. ასევე გაეცნოს ევროკავშირის მხრიდან გაკეთებულ მოწოდებებს საქართველოს მიმართ, რომელიც ეხება არასამთავრობო სექტორის მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფას – ეს იყო ერთ-ერთი მოთხოვნა ევროკავშირის მხრიდან და დაასახელოს კონკრეტული არგუმენტები, რით უშლის ხელს მეტი გამჭვირვალობა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. დაასახელოს კონკრეტული არგუმენტები და არა ასე ზოგადი და მოვუწოდებ, ორმაგი სტანდარტების გამოყენებისაგან თავი შეიკავოს.”
განაცხადა ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული დეპუტატების მოძრაობის ხალხის ძალის წევრმა, ეკა სეფაშვილმ