“პრეზიდენტზე ზეწოლა მისი ოჯახის მეშვეობით შესაძლებელია“–ელენა ზელენსკას ინტერვიუ

უკრაინაში რუსეთის ფართომაშტაბიანი შეჭრის შემდეგ ელენა ზელესკას შვილებთან, ალესანდრასთან და კირილთან ერთად უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია, თუმცა რეგულარულად იცვლიდა ადგილს უსაფრთხოების მიზნით. ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ The Guardian–თან ინტერვიუში ისაუბრა.

ერთ–ერთი პირველ მიმართვაში ზელენსკიმ თქვა, რომ კრემლისთვის ის ნომერ პირველი სამიზნეა, მისი ოჯახი კი ნომერ მეორე. ამ ფრაზის კომენტირებისას ზელენსკაიამ თქვა, რომ პრეზიდენტზე ზეწოლა მართლაც შეიძლება მისი ახლობლების გავლით და მას კარგად ესმოდა, რა შესაძლებლობებს მიცემდა მოწინააღმდეგეს უკრაინის ლიდერის ოჯახის წევრების ხელში ჩაგდება:

“რა თქმა უნდა, პრეზდენტზე ზეწოლა მისი ოჯახის მეშვეობით შესაძლებელია, და არ ვისურვებდი, რომ მას არჩევანის გაკეთება მოუწიოს ოჯახსა და პრეზიდენტის ვალდებულებებს შორის“– თქვა ზელენსკის მეუღლემ.

შესაძლო რისკების თავიდან ასაცილებლად პირველი ლედი შვილებთან ერთად კიევიდან შედარებით უსაფრთხო ადგილზე გადავიდა, რომელსაც არ ასახელებს.

“რაც ნაკლებს ვლაპარაკობ, მით უფრო დაცული ვარ“– ამბობს ზელენსკა.

მისი თქმით, დროდადრო ახერხებდა ქმართან ლაპარაკს, თუმცა არა საკუთარი გაჯეტების საშუალებით. დაცვამ მას სოციალურ ქსელში საკუთარი ანგარიშიდან შესვლაც კი აუკრძალა, შედეგად, მისი თქმით, იყო “გრძელი და მარტოსული დღეები“.

პირველი ლედი თვლის, რომ პრეზიდენტის ოჯახი დღემდე შეიძლება რუსეთის სამიზნე იყოს:

“როცა ხედავ საშინელ დანაშაულებს, რაც რუსეთმა ჩაიდინა, ფიქრობ, იქნებ ისინი მართლაც ყველაფერზე არიან წამსვლელი.“– ამბობს ის. პირველ ლედის დღემდე არ შეუძლია ქმართან ერთად იცხოვროს, თუმცა ახალა ერთმანეთის ნახვა უკვე შეუძლიათ.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ უმკლავდება პრეზიდენტი დატვირთვას ომის დროს, პირველმა ლედიმ მისი ქმრის ფსიქოლოგიურ უნარებზე ისაუბრა, რაც მას სტრესთან გამკლავების საშუალებას აძლევს:

“დისციპლინა – მისი მეორე სახელია“– ამბობს ქალი.

ელენა ზელენსკა ამტკიცებს, რომ ქმრის განწყობაში ბოლო თვეებში ვერანაირ ცვლილებას ვერ ხედავს და მას ქმრის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მეტად მისი ფიზიკური ჯანმრთელობა ადარდებს.

ზელენსკების ოჯახი ომამდე