“კიდევ ერთხელ მოხდა ალიანსის ლუსტრაცია, რაც არის სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. მეტიც, ჩვენი ინფორმაციით, გუშინ იბარებდნენ ამ კანდიდატებს და მოსთხოვეს… ჩემი ინფორმაციით, გუშინ პრეზიდენტთან დაიბარეს ეს კანდიდატები და მათ სთხოვდნენ განცხადების დაწერას უართან დაკავშირებით. ამაზე მეტი საბოტაჟი და ზეწოლა რა შეიძლება იყოს. ეს არის სწორედ უღირსი საქციელი. ერთ-ერთის მონაყოლი ამბავია, მე პირდაპირ არ მაქვს ეს ინფორმაცია, მაგრამ ერთ-ერთ კანდიდატს აქვს მონაყოლი ეს ისტორია და ამასთან დაკავშირებით მე მომაწოდეს ინფორმაცია. […] სრული ალიანსია სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის, რაც ძალიან მძიმეა და ეს არის უღირსი საქციელი. როდესაც გქვია საქართველოს პრეზიდენტი, არ შეიძლება დახვიდე სალომე სამადაშვილამდე“,
აცხადებს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.